კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევად
13.11.2018

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:

  • ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო;
  • ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 10

აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალი) – 4;

საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი)  – 2;

საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალი) – 1;

დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის/შესაბამისი საბჭოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით, უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

გ) საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99 /ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“;

დ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;

ე) საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;

ვ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

  1. .   პროფესიული ავტობიოგრაფია CV;
  2. .   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. .   აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატებისთვის).

ზ) შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:

  • ა) სააპელაციო საბჭო;
  • ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 10

აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალი) – 4;

საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი)  – 2;

საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალი) – 1;

დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის/შესაბამისი საბჭოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით, უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

გ) საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99 /ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“;

დ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2018 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით;