ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსი „გაცოცხლებული სურათები“
13.12.2018

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის აცხადებს ანიმაციების კონკურსს „გაცოცხლებული სურათები“. კონკურსის ფარგლებში VII-XII კლასის მოსწავლეები შექმნიან ანიმაციურ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც გააცოცხლებენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების  უნარების გამოვლენა/განვითარება.

კონკურსის პირობები:

  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეო რგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიიდან ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდო რგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეო რგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეო რგოლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;

საკონკურსო ნაშრომების შეფასების საორიენტაციო კრიტერიუმები:

  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობა;
  • ანიმაციური ვიდეო რგოლების შესრულების ტექნიკური მხარე;
  • ინდივიდუალობა, ორიგინალური ხედვა (ანიმაციის მხატვრული მხარე, მუსიკალური გაფორმება, სიუჟეტი და სხვ.);
  • სიუჟეტი;
  • ჩანაფიქრის და მუსიკალური გაფორმების შესაბამისობა.

ვადები:

 

  • სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა - არაუგვიანეს 2018 წლის 17 დეკემბრისა;
  • რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთვის საკონკურსო ნაშრომების მიწოდება -არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა;
  • სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2018 წლის  31 დეკემბრისა.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით;