კონკურსი პეკინის მე-8 საერთაშორისო ბიენალეზე მონაწილეობის მისაღებად
21.12.2018

ჩინური მხარე, პეკინის მე-8 საერთაშორისო ბიენალეზე მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან 6 ქართველ მხატვარს იწვევს. აღნიშნული ღონისძიება, გაიმართება 2019 წლის, 26 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, მთავარი თემით: „A Colorful World and Shared Future”.

მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების შევსებისა და გადმოგზავნის შემდეგ, ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეული ნახატების ავტორებს, დაუფინანსდებათ ნამუშევრების ტრანსპორტირებისა და ბიენალეს გახსნაზე მონაწილეობის მისაღებად პეკინში 4 ღამით განთავსების ხარჯები.

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის, 28 დეკემბერი.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმები: დანართი1; დანართი2.

კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://www.bjbiennale.com.cn/en/ParticipationWay

შევსებული აპლიკაცია გთხოვთ, გაუგზავნოთ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე: tshishinashvili@mfa.gov.ge