განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში კომპიუტერული სწავლების ახალი კონცეფცია შეიქმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისტ-ის მიმართულების ექსპერტმა, სანდრო ასათიანმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების ახალი კონცეფცია წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაგრძელდა, სადაც მასწავლებლებს კონცეფციის თაობაზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდათ.