კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
14.01.2019

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრთა რაოდენობა - 16, მათ შორის:

სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან);

პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს პროფესიული ასოციაციიდან ან/და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებიდან (საავადმყოფო));

დაინტერესებული მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების/მარეგულირებელი დაწესებულებების მიერ).

მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 1 (წარმდგენი შეიძლება იყოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების საფუძველზე.

საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით;

საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

  • CV;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (კონკურსანტის იურიდიული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკურსანტის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის შესახებ. სტუდენტის შემთხვევაში - ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტაში გასათვალისწინებელი კონკურსანტის შემთხვევაში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.