უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 17 იანვრის 12:00 საათზე და პირველი თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (SMS).
მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.
მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან “საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
მობილობაში მონაწილეობას იღებს 45 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 7790 ვაკანტური ადგილი.
დაწესებულებები, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:
1. შპს - ევროპის უნივერსიტეტი
2. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
3. შპს - უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია"
4. შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
5. შპს - სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
6. შპს - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
7. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი"
9. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
10. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 6 თებერვალს და დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლოდაწესებულებას.
ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ღია კარის დღეებს 21 და 30 იანვარს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eqe.ge.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრის ცხელი ხაზის მომსახურებით - ტელ.: (+99532) 2 200 220.