საყურადღებო რეკომენდაციები
  1. 1.     მოსწავლის წიგნის გვერდების რაოდენობის შესახებ

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის განკუთვნილი ერთი სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი/მოსწავლის რვეული) წონა არ უნდა აღემატებოდეს: VII-IX კლ. – 500 გრამს; X-XII კლ. – 600 გრამს. ამასთან, სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი/მოსწავლის რვეული) წონის გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს 10%-ით.

VII-XII კლასების მოსწავლის წიგნისათვის რეკომენდებული გვერდების რაოდენობის დასადგენად, დაინტერესებულმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებულისა და შემდეგი დოკუმენტების გათვალისწინებით:

საბაზო და საშუალო საფეხურების სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტის რეცენზირების ტექნიკური კრიტერიუმები;

საბაზო და საშუალო საფეხურების სასკოლო სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრები, მასალები და სხვა აუცილებელი მოთხოვნები გამოცემისათვის.