ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის
29.01.2019

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოყოფს სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიებს 2019/2020 სასწავლო წლისთვის და სტიპენდიებს 2019 წლის საზაფხულო სკოლებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://viaa.gov.lv/eng/international_cooperation/scholarships_gov/latvian_scholarships/