დიმიტრი შაშკინი რუსთავის №24 სკოლის კურსდამთავრებულთა ზეიმს დაესწრო
24.05.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქალაქ რუსთავში,  24-ე საჯარო სკოლის  კურსდამთავრებულთა მიერ ორგანიზებულ  ბოლო ზართან  დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და 24-ე საჯარო სკოლის  ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს პორტატული კომპიუტერი გადასცა.

რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული სკოლაა

საქართველოს მასშტაბით. ამ სკოლიდან პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე იმარჯვებს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა  კონკურსებში. 2010 წელს სკოლას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული, 3 ოქროსა და 13 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.

დიმიტრი შაშკინმა რუსთავიდან მიულოცა ბოლო ზარი საქართველოს ყველა სკოლის კურსდამთავრებულს.