30 იანვარს, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ „თბილისის კრეატულ ცენტრში“ არტ-ინკუბატორი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები მიხეილ გიორგაძე და ლევან ხარატიშვილი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა უძღვებოდნენ.
არტ ინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, საერთაშორისო კონკურსებში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.
არტ ინკუბატორის პარტნიორია BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს:
https://www.facebook.com/events/589834494792614/