საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა. მინისტრმა ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის პედაგოგებს პირადად გააცნო
სისტემაში არსებული მდგომარეობა, დეტალურად ისაუბრა ბოლო პერიოდის სიახლეებზე,
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც 31 მაისიდან ამოქმედდება. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა პედაგოგების შეკითხვებს
უპასუხა რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე.
სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში:
- 255 საჯარო და
22 კერძო სკოლაა;
- 7 802 მასწავლებელი და 56 139 მოსწავლეა;
- 2006-2009 წლებში: 50 საჯარო სკოლას მეგაპროგრამა ,,იაკობ
გოგებაშვილის” ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
- 2006-2010: საჯარო სკოლებში
ფონდ ”ირმის
ნახტომის” მიერ რეგიონში 2 589 კომპიუტერია
შეტანილი (20/1).