განათლების საერთაშორისო გამოფენა - IEFG 2019 22-23 თებერვალი
22.02.2019

22 თებერვალს, გამოფენების ცენტრში ექსპოჯორჯია, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.
პარალელური ღონისძიებები