კონკურსი "საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა"
25.02.2019

"კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა"

იხილეთ კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების  და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა
  5. "საქართველოს პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის"  საკონკურსო პირობები

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

კონკურსის I ეტაპზე

ა) 2019 წლის 27 თებერვალს 14:00 სთ-ზე;

ბ) 2019 წლის 4 მარტს 14:00 სთ-ზე;

კონკურსის II ეტაპზე

გ) 2019 წლის 6 ივნისს 14:00 სთ-ზე;

დ) 2019 წლის 17 ივნისს 14:00 სთ-ზე;

მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.