კონკურსი “რეგიონებში სახელოვნებო კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა”
25.02.2019

"კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს - "რეგიონებში სახელოვნებო კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა"

იხილეთ კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების, განაცხადების, საკონკურსო განაცხადების, საკონკურსო განაცხადების დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება;
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი;
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა;
  5. "რეგიონებში სახელოვნებო კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა"  საკონკურსო პირობები.

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

ა) 2019 წლის 27 თებერვალს 14:00 სთ-ზე;

ბ) 2019 წლის 4 მარტს 14:00 სთ-ზე;

მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.