კონკურსი „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“
04.03.2019

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის მარტის N241  ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის  - „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“  გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება;
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი;
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა;
  5. „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“  საკონკურსო პირობები

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

ა) 2019 წლის 7 მარტს 14:00 სთ-ზე; 

ბ) 2019 წლის 18 მარტს 14:00 სთ-ზე;  

 

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.