კონკურსი „კულტურული მარშრუტების განვითარების ხელშეწყობა“
04.03.2019

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 4 მარტის N240  ბრძანებით დამტკიცებული „კულტურული მარშრუტების განვითარების ხელშეწყობის“ კონკურსის  გამოცხადების, საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა
  5. „კულტურული მარშრუტების განვითარების ხელშეწყობა“ საკონკურსო პირობები

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

 

ა) 2019 წლის  6 მარტს  14:00 სთ-ზე;

ბ) 2019 წლის 18 მარტს 14:00 სთ-ზე;

 

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.