კონკურსი „ხელოვნება განათლებისათვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“
11.03.2019

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის N256 ბრძანებით დამტკიცებული „ხელოვნება განათლებისათვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“  კონკურსის  გამოცხადების, საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა
  5. „ხელოვნება განათლებისათვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“  საკონკურსო პირობები

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

ა) 2019 წლის 14 მარტს 14:00 სთ-ზე;

ბ) 2019 წლის 21 მარტს 14:00 სთ-ზე;

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.