პრეზიდენტმა ბათუმელ მე-12 კლასის მოსწავლეებს ოქროს მედლები პირადად გადასცა
27.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა. ბათუმს წელს 41 ოქროსა და 74 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს. პრეზიდენტმა ოქროს მედლები 41 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა. ამავე დღეს ვერცხლის მედლებით 74 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ოქროსა და ვერცხლის მედლებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და იგი იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებებით გამოირჩევიან.

კურსდამთავრებულთა პატივსაცემად ბათუმში საზეიმო მსვლელობა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, ღონისძიება დასრულდა ჯგუფის - ”მგზავრები” კონცერტით.

ბათუმში  20 საჯარო სკოლა და 16 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 2010 წელს სკოლა  2000 – მდე   მოსწავლემ დაამთავრა.