კონკურსი „საქართველოს რეგიონებში თბილისის თეატრების საგასტროლო საქმიანობის ხელშეწყობა“
01.04.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი თბილისის სსიპ თეატრების საყურადღებოდ

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის N412 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონებში თბილისის თეატრების საგასტროლო საქმიანობის ხელშეწყობა“  კონკურსის  გამოცხადების, საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:

  1. დანართი N1 - განცხადება
  2. დანართი N2 - საკონკურსო განაცხადი
  3. დანართი N3 - საკონკურსო განაცხადის დაზუსტების ფორმა;
  4. დანართი N4 - ანგარიშის წარმოდგენის ფორმა
  5. „საქართველოს რეგიონებში თბილისის თეატრების საგასტროლო საქმიანობის ხელშეწყობა“  საკონკურსო პირობები

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გაიმართება 2 ეტაპად:

ა) 2019 წლის 5 აპრილს 14:00 სთ-ზე;

ბ) 2019 წლის 18 აპრილს 14:00 სთ-ზე;

მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.