საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს ნაშრომების მიღებას „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ ფარგლებში
15.04.2019

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე,მათ მიერ მოპოვებული ამბები (ქართულ ენაზე) განათავსონ ევროპული მემკვიდრეობის დღეების პორტალზე. გამოქვეყნებული თემებიდან 5 საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება ევროპის საბჭოს შესაბამის სამსახურში. ხოლო ევროპული პანელი თავის მხრივ გამოავლენს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ნაშრომებიდან მაქსიმუმ 10 საუკეთესოს და გამარჯვებულებს 2019 წლის ნოემბერში მიიწვევენ ქ. სტრასბურგში. თემების წარდგენის ბოლო ვადა, ეროვნულ დონეზე, გახლავთ 2019 წლის 6 მაისი.

2019 წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემატიკა არის „ხელოვნება და გართობა/შემეცნება“. საკონკურსო ნაშრომები უნდა ასახავდეს მონაწილის თვალით დანახულ კულტურულ მემკვიდრეობას (როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური) და მის კავშირს ევროპასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საერთო და განსხვავებული მახასიათებლებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 

ნაშრომები შეიძლება იყოს როგორც წერილობითი ასევე ვიზუალური ფორმით შესრულებული.  
აუცილებელია ამბავს თან ახლდეს ვიდეო ან ფოტო (ნახატი, სურათი, გრაფიკა, კომიქსი) შემდეგი ფორმატით (jpg, png, mp4, pdf). 
მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ - http://www.europeanheritagedays.com/European-Heritage-Makers-Week/  ასევე Facebook გვერდი - European Heritage Makers Week Georgia, სადაც პერიოდულად განთავსდება სასარგებლო ინფორმაცია;

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ინიციატივის ეროვნულ კოორდინატორს, ნინო წერეთელს - ტელ.: (+995) 591 71 00 12; ელ-ფოსტა: Heritagemakers2019@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია.

GE_EHMW_Guidelines_final.doc

სახელმძღვანელო.doc

EHMW Rules for participation_2019.pdf