ინტერესთა გამოხატვა ეროვნული ნაკრები გუნდების სპორტული ეკიპირების შესახებ
19.04.2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ერთიანი ეკიპირებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.

ეროვნული ნაკრების დიზაინში სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ელემენტები:

-   საქართველოს სახელმწიფო დროშა;

-   საქართველოს სახელმწიფო გერბი;

-   წარწერა ინგლისურ ენაზე;

-   დომინანტი საქართველოს დროშის ფერები დომინანტ ფერებად;

-   საქართველოსთვის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/ნიშანი.

ინტერესთა გამოხატვისას წარმოდგენილ უნდა იქნას პროდუქტის დიზაინი და განფასება. ასევე, სასურველია პროდუქციის მზა მოდელების (პროტომოდელების) წარმოდგენა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის დართვით.

სპორტსმენის ეკიპირება შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

  • ზამთრის ქუდი;
  • ზაფხულის ქუდი (კეპი);
  • ზამთრის დათბილული ქურთუკი და დათბილული შარვალი;
  • დათბილული ჟილეტი კაპიუშონით;
  • გამოსასვლელი სპორტული კოსტიუმი - ზედა და ქვედა;
  • სპორტული სვიტრი;
  • სავარჯიშო სპორტული კოსტუმი - ზედა და ქვედა;
  • სავარჯიშო ქურთუკი (ქარსაწინააღმდეგო);
  • გამოსასვლელი სპორტული მაისური პოლო და შორტი;
  • სავარჯიშო მაისური და შორტი;
  • წინდები;
  • სპორტული ფეხსაცმელი;
  • ზურგჩანთა;
  • სამოგზაურო ჩანთა;
  • აბაზანის ფეხსაცმელი;
  • პირსახოცი;
  • ხელთათმანი;
  • შარფი;
  • წელის ჩანთა.

 

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი.