ინტერესთა გამოხატვა ეროვნული ნაკრები გუნდების სპორტული ეკიპირების შესახებ
06.06.2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ერთიანი ეკიპირებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იხ. ბრძანება N284.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სპორტსმენის ეკიპირება შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

  • ზამთრის ქუდი;
  • ზაფხულის ქუდი (კეპი);
  • ზამთრის დათბილული ქურთუკი და დათბილული შარვალი;
  • დათბილული ჟილეტი კაპიუშონით;
  • გამოსასვლელი სპორტული კოსტიუმი - ზედა და ქვედა;
  • სპორტული სვიტრი;
  • სავარჯიშო სპორტული კოსტუმი - ზედა და ქვედა;
  • სავარჯიშო ქურთუკი (ქარსაწინააღმდეგო);
  • გამოსასვლელი სპორტული მაისური პოლო და შორტი;
  • სავარჯიშო მაისური და შორტი;
  • წინდები;
  • სპორტული ფეხსაცმელი;
  • ზურგჩანთა;
  • სამოგზაურო ჩანთა;
  • აბაზანის ფეხსაცმელი;
  • პირსახოცი;
  • ხელთათმანი;
  • შარფი;
  • წელის ჩანთა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პროდუქტის დიზაინი;
  2. პროდუქტის განფასება;
  3. პროდუქციის მზა მოდელები - პროტომოდელები (სასურველია);
  4. პროდუქტის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.


დამატებითი მოთხოვნები:

ეროვნული ნაკრების ეკიპირების დიზაინში სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ელემენტები:

-   საქართველოს სახელმწიფო დროშა;

-   საქართველოს სახელმწიფო გერბი;

-   წარწერა ინგლისურ ენაზე;

-   საქართველოს დროშის ფერები დომინანტ ფერებად;

-   საქართველოსთვის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/ნიშანი.

 

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: vliparteliani@mes.gov.ge

 

საკონტაქტო პირი: თეო ბარამიძე

ტელ: 591 30 45 83

ელ. ფოსტა: tbaramidze@mes.gov.ge

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 აგვისტო.