ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის
30.04.2019

ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტრო სთავაზობს არაბული ენის შესწავლის მსურველ ქართველ სტუდენტებს 7 სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლისთვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  •  რეკომენდაცია
  •  ცნობა სასწავლებლიდან, ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი)
  •  CV
  •  პასპორტის ასლი