საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით: ,,ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“.
კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის „სახალხო დამცველის დახმარება“ მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი იყო გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას და განათლებას ეხება. მოხდეს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბავშვები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენციაზე მოზარდებმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარი შეხედულებები საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე. კონფერენციის მონაწილე ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისზიებაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები.