ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
16.05.2019

გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ გარანტორისათვის ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 21 მაისი, 12:00 სთ-ის შემდეგ.

გარანტორად შერჩეულია  - ნოტარიუსი ნინო ხოფერია.

მის.: თბილისი, ალ.ჭავჭავაძის ქ. N2 (ოპერის მოპირდაპირე მხარეს).

გთხოვთ, ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოთ თანდართული ნიმუშის სახით. ინფორმაცია დაილუქება გარანტორის მიერ თქვენი თანდასწრებით.

აქვე, გაცნობებთ, რომ:

  1. ფასდაკლება გულისხმობს სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ ჰონორარზე თქვენთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობას;
  2. ფასდაკლება წარდგენილ უნდა იქნეს თითოეულ განაცხადზე ინდივიდუალურად;
  3. ინფორმაციის წარუდგენლობა ჩაითვლება ფასდაკლების შეთავაზებაზე უარის თქმად. შესაბამისად, შერჩევისას სახელმძღვანელო მონაწილეობას მიიღებს ფასდაკლების გარეშე;
  4. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადიდან შეუძლებელია ფასდაკლების ოდენობის დადგენა, აღნიშნული გარემოება ჩაითვლება ფასდაკლებაზე უარის თქმად და შესაბამისი განაცხადი შერჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ფასდაკლების გარეშე.

საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას ფასდაკლების ოდენობის კონფიდენციალურობა გარანტორისათვის მისი გადაცემისა და შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში!

ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მინიჭების შემდგომ, სამინისტროს მიერ მითითებულ დროს.

აქვე, იხილეთ „სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები“ სადაც მოცემულია რეიტინგის დადგენის პროცედურა და შესაბამისი ფორმულა.