საჯარო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ერთკვირიანი სემინარი იმართება
20.05.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში მიიღო მონაწილეობა.

ერთკვირიანი სემინარი პარიზის ეკონომიკის სკოლის (J-PAL/Europe) წარმომადგენლების მიერ იმართება და მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შეფასების მეთოდოლოგიურ სწავლებასა და ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.

სემინარის შედეგად, მონაწილეები შეისწავლიან და გაეცნობიან ემპირიული მტკიცებულებების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და გამოყენებას, რაც მნიშნველოვანია სოციალურ-ეკონომიკურ სექტორში საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

სემინარში მონაწილეობას საჯარო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.