საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა მოსწავლეთა გზამკვლევების კონკურსი „მინდა გაგაცნო
საქართველო“. კონკურსის ფარგლებში საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეები ინტერნეტ სივრცეში ბლოგების სახით შექმნიან გზამკვლევებს
საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის.
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა
ინფორმაცია მოიძიონ და ცოდნა გაიღრმავონ ქართული კულტურის, როგორც ევროპული
კულტურის ნაწილის შესახებ. გარდა ამისა, კონკურსი ემსახურება მოსწავლეთა მიერ
ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის
მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში
მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მოსწავლეს;
- მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართული კულტურის, როგორც ევროპული კულტურის ნაწილის შესახებ.
მოძიებული მასალის გამოყენებით, ქართულ ენაზე შექმნან გზამკვლევის სახის ბლოგს,
რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის;
- გზამკვლევი უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს
საინტერესო ინფორმაციას, ასევე ფოტო/ვიდეო და სხვა სახის მასალას;
- ბლოგი შექმნილი უნდა იყოს
სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
- ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია
„ჩვენ შესახებ“, სადაც განთავსებული იქნება კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია
(სახელი, გვარი, სკოლა, კლასი).
დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან I, II, III ადგილზე გასული და ჟიურის სპეციალური ნომინაციებში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები.
ვადები:
- სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა - არაუგვიანეს 2019 წლის 3 ივნისისა;
- მუნიციპალური ტურის ორგანიზება, გამარჯვებულების გამოვლენა მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა - არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისისა;
- სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა.