გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია
10.07.2019

„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ბელგიური „გენკის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2018/2019 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 
გამოკითხვაში მონაწილე 79 სპორტული ჟურნალისტიდან 67 ჩაკვეტაძე საუკეთესოდ დაასახელა. ჩაკვეტაძეს გამარჯვება სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.