9 აგვისტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს და 11-18 აგვისტოს, თბილისში გასამართ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები და გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო მაისურაძე. ასევე, წყალბურთელებს მოახლოებულ ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს - მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ. სამინისტროს სტუმრობდნენ და მინისტრთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროპის წყალბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა - ჯანი ლონციმ ტექნიკური კომიტეტის თავჯდომარემ და მარკო ბირიმ აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორმა.
11-18 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში იქნებიან - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი. 11 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 20:30 საათზე დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია.
11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა
B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი
ჩ ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი
11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა
B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი
ჩ ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია
D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი
11 აგვისტო
19:00 საქართველო-რუმინეთი
12 აგვისტო
19:00 მონტენეგრო-საქართველო
13 აგვისტო
19:00 საქართველო-საბერძნეთი