17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
12.08.2019

11 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო - რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც სოსო მაისურაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელები 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს და თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ უშედეგოდ, ბოლო წამებზე ახვლედიანმა გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანა.

დღეს, საქათველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელიც გაცილებით ძლიერი ნაკრებია - ჩვენს გუნდს რთული შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის უძლიერესი 16 ნაკრები 18 აგვისტოს ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ საცურაო აუზზე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ-ჯგუფში არიან - მონტენეგრო, სლოვაკეთი და რუმინეთი.

11-18 აგვისტო; ოლიმპიური აუზი; 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი

A ჯგუფი: რუსეთი, იტალია, თურქეთი, მალტა

B ჯგუფი: მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი

C ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია

D ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია,გერმანია, საფრანგეთი

11 აგვისტო

19:00 საქართველო-რუმინეთი 12:10

12 აგვისტო

19:00 მონტენეგრო-საქართველო 

13 აგვისტო

19:00 საქართველო-საბერძნეთი