პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული პროფესიული სასწავლებლების დირექტორებმა , პროგრამის პირველადი შედეგების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს ირინე აბულაძესა და გიორგი ვაშაკიძეს მიაწოდეს.
შეხვედრის დროს წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია გადამზადებული ბენეფიციარების დასაქმების პერსპექტივებისა და სწავლების პროცესში ჩართული კერძო კომპანიების შესახებ. განხილულ იქნა ყველა ის გამოწვევა, რაც პროგრამის განხორციელებისას წამოიჭრა.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების პირეველი ეტაპის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.