დუალური მიდგომით სწავლების პროცესში ჩართული ინსტრუქტორების ტრენინგი გერმანელი ექპერტების მიერ ხორციელდება
09.09.2019

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, დუალური სწავლების პროცესში ჩართული ინსტრუქტორების გადამზადება დაიწყო. კურსები ხორციელდება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მიუნხენის და ზემო ბავარიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული გერმანელი, Deutsche Bahn-ის სპეციალისტების მიერ. კურსი მიზნად ისახავს ინსტრუქტორებისათვის ეფექტური კომუნიკაციის, სწავლების ეფექტური სტრატეგიების და შეფასების ტექნიკების განვითარებას.

დულაური მიდგომით სწავლების მასშტაბისა და ხარისხის გაზრდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სატრანსპორტო რკინიგზის კოლეჯში ყველა პროგრამა სწორედ დამსაქმებელთან, საქართველოს რკინიგზასთან, აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს.

გერმანელი ექპერტების ჩართულობით ტრენერთა-ტრენინგები თვის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ორმოცამდე სპეციალისტი მიიღებს.