დამატებითი კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
02.10.2019

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 13

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ დამსაქმებლის/მათი გაერთიანების, დარგობრივი გაერთიანების, სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

თითოეული მხარის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • დამსაქმებლის/მათი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, ამასთან საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისათვის საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულის სტატუსის ქონა;
  • ცოდნა ან გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის/განვითარების საკითხებში.

დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება იმ სფეროებში, რომელშიც არსებობს პროფესიული კვალიფიკაციები;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება იმ მიმართულებით, რომელიც პროფესიული კვალიფიკაციებით დასაქმების სფეროს წარმოადგენენ.

 პროფესიული განათლების ექსპერტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების მიმართულებით სწავლების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა ან/და ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმებული პირი ან დაწესებულების დამფუძნებელი.

საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

საბჭოს წევრის ფუნქციები

საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99 /ნ ბრძანებით;

განცხადების წარმოდგენის ვადა და სავალდებულო დოკუმენტაცია

საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით (მატერიალური სახით), 2019 წლის 2 ოქტომბრიდან  2019 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;

საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

  1. .   CV;
  2. .   სამოტივაციო წერილი
  3. .   შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: ngvirjishvili@mes.gov.ge.