შეხვედრა VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით
07.10.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაინტერესებულ პირებთან, მართავს შეხვედრას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს (ხუთშაბათი), 15:00 საათზე.

შეხვედრის ადგილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (დ. უზნაძის N52) შენობა, შეხვედრების ოთახი N249, II სართული, II ფლიგელი.