სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების გამოცხადების შესახებ
09.10.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს (ბრძანება N1222, 03.10.2019წ) გრიფირებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII კლასის საგნების, ასევე დაწყებითი საფეხურის და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე.

 დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ:

  • შესარჩევი ერთეულები (დანართი N1);
  • გრიფირების განაცხადის წარმოდგენისა და სხვა ვადები (დანართი N2);
  • გრიფირების განაცხადის რეკვიზიტები (დანართი N3);
  • სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტის რეკვიზიტები (დანართი N4);
  • ჰონორარის ოდენობა და გადახდის სტრუქტურა (დანართი N5).