საკონსულტაციო სემინარი „ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა და საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის შემუშავება“
მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს, DVV International-ის საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა საკონსულტაციო სემინარი „ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა და საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის შემუშავება“.
სემინარს უძღვებოდა გერმანიიდან მოწვეული ზრდასრულთა განათლების ექსპერტი, პროფესორი, დოქტორი ჰერბერტ ჰინცენი. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო ზრდასრულთა განათლებასთან დაკავშირებით, ევროპაში დაგროვილი საუკეთესო გამოცდილება და ზრდასრულთა განათლების სისტემის წარმატებული მაგალითები. სემინარის ფარგლებში, განხორციელდა იდეების გენერირება, საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის ძირითადი მიზნების შესახებ და განისაზღვრა ზრდასრულთა განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.