კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
25.11.2019

1) საბჭოს დასახელება:

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო;

2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

2.1) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა - 16

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
  • დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;

ბ) დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;

გ) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა. 

2.2) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების რაოდენობა - 16

  • სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5;
  • პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში - 5;
  • დაინტერესებული მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5;
  • მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი- 1.

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის  მოწვეული წევრის წარდგენისას შესაბამის განცხადებაში ფრჩხილებში მიეთითება სიტყვა „მოწვეული“.

3) საბჭოს წევრის ფუნქციები:

საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “;

4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:

ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში,   სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N1);
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).

ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაია (CV);
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

გ) განცხადების შემოტანის ვადა  - 2019 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით;

5) დამატებითი ინფორმაცია:

  • აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე (გარდა მოწვეული წევრებისა), ავტორიზაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
  • წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
  • აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

შენიშვნა:

შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:

მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.