კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
1) საბჭოს დასახელება:
საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის საბჭო;
2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
2.1) საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრების
რაოდენობა - 16
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
წარმომადგენლები (ადმინისტრაციული,
სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
- დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით
მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
– 3;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
ა) საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური,
სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
- სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის
სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა
და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
ბ) დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით
მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
- შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ
პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის
მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
გ) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- არანაკლებ
მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
- მაღალი
აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტურ
და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
2.2) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს
მოწვეული წევრების რაოდენობა - 16
- სამედიცინო
პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის
მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5;
- პრაქტიკული
გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში
- 5;
- დაინტერესებული
მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც
სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5;
- მედიცინის
საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი- 1.
შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის მოწვეული წევრის წარდგენისას
შესაბამის განცხადებაში ფრჩხილებში მიეთითება სიტყვა „მოწვეული“.
3) საბჭოს წევრის ფუნქციები:
საბჭოს
წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის
დამტკიცების შესახებ “;
4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის
კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“)
შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:
- უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის,
სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის
წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება
განცხადება (დანართი N1);
- კანდიდატის
მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).
ბ) განცხადებას
უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაია (CV);
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
- ცნობა სამუშაო
ადგილიდან;
- ცნობა სტუდენტის
აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
- უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) განცხადების
შემოტანის ვადა - 2019 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით;
5) დამატებითი ინფორმაცია:
- აკრედიტაციის საბჭოს
წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე (გარდა მოწვეული
წევრებისა), ავტორიზაციის საბჭოს
ან სააპელაციო
საბჭოს წევრი;
- წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად
განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
- აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი
წლით.
შენიშვნა:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია
საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.