მინისტრი 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას ეწვია
14.06.2010
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლას ეწვია და  მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრო.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  სკოლაში 46 მოზარდი სწავლობს,  მათგან  23    პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ამ სკოლის მოსწავლეები  სოციალურად ადაპტირებულნი არიან და  აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

202-ე სკოლის მოსწავლეები  2010 წლის სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდნენ: მეთერთმეტე კლასელმა სტანისლავ ციბულსკიმ უცხო ენის ოლიმპიადაში მესამე ადგილი, ხოლო მეათეკლასელმა ესმა გუმბერიძემ მეორე ადგილი აიღეს. მინისტრმა მათ კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვა. დიმიტრი შაშკინმა წარმატებები ასევე უსურვა სკოლის ყველა მოსწავლეს და მათ  საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო  ყოველთვის  გამორჩეულ მზრუნველობას იჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.