იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NTT Security-ის ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში ჩაერთვებიან
27.11.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და  უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა რომ  NTT Security - ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით  აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში.