კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
04.12.2019

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.  შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 11

აქედან:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, პედაგოგიური პერსონალი) – 5;
  • დამსაქმებელთა წარმომადგენლები – 2;
  • განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 4.

2. საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია პედაგოგიური ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პედაგოგიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

3.  საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

4.  საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) უმაღლესი განათლება;
  • ბ) განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან იმ პრინციპით, რომ მასში შემავალ წევრთა კომპეტენცია ფარავდეს განათლების მაქსიმალურად მეტ სფეროს.

6. საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1031755?publication=38 ;

7. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2019 წლის 05 დეკემბრიდან 2019 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით;

8. საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;

9. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

  • პროფესიული ავტობიოგრაფია   CV-ის სახით;
  • სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და ცნობა(ები) სამუშაო ადგილიდან;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

 

განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: ekhutsishvili@mes.gov.ge