საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკებს უკავშირდება. კონკურსი უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. იგი არის ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმებშია დაცული.
კონკურსის პირობები გამოქვეყნდება ვებგვერდზე: https://tbiliszi.mfa.gov.hu/eng
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტებს საშუალება მიეცემათ მიმართონ საელჩოს შემდეგ მისამართზე: mission.tbs@mfa.gov.hu
კონკურსი ოფიციალურად 2020 წლის 1 იანვარს დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურის გამარჯვებული 2020 წლის აპრილში გამოვლინდება, რომელიც შემდგომ საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, სამი კვირით საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.