ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები
18.12.2019

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2020/2021 აკადემიური სასწავლო წლისათვის.

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.