,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ - შემაჯამებელი კონფერენცია
22.12.2019

საქართველოს‭ ‬ ‭ ‬განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია "განათლების მიღების მეორე‭ ‬ ‭ ‬შესაძლებლობა‭ ‬ ‭ ‬სოციალური‭ ‬ ‭ ‬ინკლუზიით".

კონფერენცი‭ის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.‬ 

აღნიშნული კონფერენცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო‭. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ‬პროგრამის‭ ‬ ‭ ‬ფარგლებში დაფინანსებული‭ ‬ ‭ ‬18‭ ‬ ‭ ‬პროექტის‭ ‬ ‭ ‬შედეგებს. ‭მათ ასევე ‬დაათვალიერეს‭ ‬ ‭ ‬სკოლებში‭ ‬ ‭ ‬ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი‭ ‬ ‭ ‬ნივთებ‭ი, მოისმინეს ‬ქვეპროგრამის‭ ‬ ‭ ‬ბენეფიციარებისა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬მოხალისეების თანამშრომლობით‭ ‬ ‭ ‬მომზადებული‭ ‬ ‭ ‬საპრეზენტაციო‭ ‬ ‭ ‬თემებ‭ი ‬საქართველოში‭ ‬ ‭ ‬მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ. აღნიშნული აქტივობები‭ ‬ ‭ ‬ხელს‭ ‬ ‭ ‬უწყობს‭ ‬ ბოშა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬მესხ‭ ‬ ‭ ‬მოზარდებში‭ ‬ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში‭ ‬ სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას,‭ ‬ ‭ასევე, ‬ქვეპროგრამის‭ ‬ ‭ ‬მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.