კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად (პროფესიული განათლების კვოტით)
25.12.2019

1) საბჭოს დასახელება:

სააპელაციო საბჭო

2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობაა - 3. სააპელაციო საბჭოს კანდიდატი შესაძლოა იყოს:

სააპელაციო საბჭოს  წევრობის კანდიდატები პროფესიული განათლების კვოტით შეიძლება იყვნენ დამსაქმებლის/მათი გაერთიანების, დარგობრივი გაერთიანების, სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ბ) დამსაქმებლის/მათი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ამასთან საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისათვის  საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულის სტატუსის ქონა.

გ) დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის დარგობრივ გაერთიანებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულის სტატუსის ქონა.

დ) პროფესიული განათლების ექსპერტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

ე) სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების მიმართულებით სწავლების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა ან/და ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
    • ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმებული პირი ან დაწესებულების დამფუძნებელი.

3) საბჭოს წევრის ფუნქციები:

საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“.

4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:

ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ (განცხადების ფორმა - დანართი N1) ან ფიზიკურმა პირმა (განცხადების ფორმა - დანართი N2):

ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაია (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  •  

გ) განცხადების შემოტანის ვადა  - 2019 წლის 24 დეკემრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით;

5) დამატებითი ინფორმაცია:

  • საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
  • სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;

შენიშვნა:

შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:

მის: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.

განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: ngvirjishvili@mes.gov.ge