კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით)
28.01.2020

საბჭოს დასახელება:

სააპელაციო საბჭო (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით)

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.  შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 3

სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატები (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით) შეიძლება იყვნენ:

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, პედაგოგიური პერსონალი) – 1;
  • დამსაქმებელთა წარმომადგენლები – 1;
  • განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 1.

2. სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია პედაგოგიური ან ადმინისტრაციული პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პედაგოგიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

3.  სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

4.  სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ა) უმაღლესი განათლება;
  • ბ) განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატები (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით) უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.

5. სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატები (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით) შეირჩევიან იმ პრინციპით, რომ მასში შემავალ წევრთა კომპეტენცია ფარავდეს განათლების მაქსიმალურად მეტ სფეროს.

6. სააპელაციო საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“;

7. სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52).

განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2020 წლის 28 იანვარიდან 2020 წლის 4 თებერვლის ჩათვლით;

8. სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ (განცხადების ფორმა - დანართი N1, განცხადების იურიდიული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში) ან თვითონ კანდიდატმა (განცხადების ფორმა - დანართი N2, განცხადების ფიზიკური პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში);

9. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

  • პროფესიული ავტობიოგრაფია CV-ის სახით;
  • ცნობა(ები) სამუშაო ადგილიდან;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • წერილობითი თანხმობა სააპელაციო საბჭოს (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს კვოტით) წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ (განცხადების იურიდიული პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში).

შენიშვნა: შესარჩევი კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: nsichinava@mes.gov.ge