ფიზიკური პირის/პირების შემთხვევაში

განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი მასალები და დოკუმენტაცია

 

 ფიზიკური პირის (დამოუკიდებელი ავტორის) შემთხვევაში:

 

რეგისტრაცია:


1. განმცხადებლის
სახელი, გვარი; პირადი №, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონი, ელ. ფოსტა/ალტერნატიული ელ. ფოსტა (აღნიშნული უნდა მიუთითოთ სისტემაში რეგისტრაციისას);

2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სინქრონიზდება ელექტრონულად, სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან, ან მისი ასლი - თუკი განმცხადებელი არარეზიდენტია);

3. განმცხადებლის „დასტური“ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც განმცხადებელმა უნდა ატვირთოს სისტემაში,  ასევე,  მატერიალურად, ხელმოწერილი დედანი, გადასცეს სამინისტროს. „დასტურის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

4. ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის „თანხმობა“[1] (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც განმცხადებელმა უნდა ატვირთოს სისტემაში,  ასევე, მატერიალურად, ხელმოწერილი დედანი, გადასცეს სამინისტროს. „თანხმობის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

5. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანკეტა (უნდა შეავსოთ სისტემის შესაბამისი გრაფები, თითოეული კლასის მაკეტზე ცალ-ცალკე).

6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

  • ფერადი ვერსიის ანონიმური ელექტრონული (PDF, DPI -არაუმეტეს 600, მოცულობა არაუმეტეს 1 GB) ეგზემპლარი (უნდა ატვირთოთ სისტემაში);
  • 2  ნაბეჭდი (შავ-თეთრი ან ფერადი, სურვილისამებრ) ანონიმური ეგზემპლარი (უნდა გადასცეთ სამინისტროს).
7. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება - დამოწმებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც წარმომადგენელმა უნდა ატვირთოს სისტემაში, ასევე, მატერიალურად გადასცეს სამინისტროს).



საავტორო ჯგუფის შემთხვევაში:


რეგისტრაცია:

1. 
იგივე ინფორმაცია რაც ფიზიკური პირის (ავტორის) შემთხვევაში, ასევე:
  • წარმომადგენლის[2] სახელი, გვარი; პირადი №; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა/ალტერნატიული ელ.ფოსტა (წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს სისტემაში რეგისტრაციისას);
  • რწმუნებულება[3] დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონულად, რომელიც სისტემაში უნდა ატვირთოთ);

2. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სინქრონიზდება ელექტრონულად, სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან);

3. განმცხადებ
ლის (მთლიანად საავტორო ჯგუფის) „დასტური“ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც განმცხადებელმა უნდა ატვირთოს სისტემაში,  ასევე, მატერიალურად - დედანი გადასცეს სამინისტროს. „დასტურის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

4. განმცხადებელთა (მთლიანად საავტორო ჯგუფის/საავტორო უფლების მფლობელის) „თანხმობა“[1] დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც წარმომადგენელმა  უნდა ატვირთოს სისტემაში სისტემაში,  ასევე, მატერიალურად დედანი გადასცეს სამინისტროს. „თანხმობის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

5. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანკეტა (უნდა შეავსოთ სისტემის შესაბამისი გრაფები, თითოეული კლასის მაკეტზე ცალ-ცალკე).

6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:

  • ფერადი ვერსიის ანონიმური ელექტრონული (PDF, DPI -არაუმეტეს 600, მოცულობა არაუმეტეს 1 GB) ეგზემპლარი (უნდა ატვირთოთ სისტემაში);
  • 2  ნაბეჭდი (შავ-თეთრი ან ფერადი, სურვილისამებრ) ანონიმური ეგზემპლარი (უნდა გადასცეთ სამინისტროს).
7. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება - დამოწმებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც წარმომადგენელმა უნდა ატვირთოს სისტემაში, ასევე, მატერიალურად გადასცეს სამინისტროს).

 


[1] იმ შემთხვევაში თუ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი რამდენიმეა, „თანხმობის“ დოკუმენტზე შესაძლებელია ხელი მოაწეროს რამდენიმე პირმა ერთდროულად. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ავტორი გარდაცვლილია „თანხმობის“ დოკუმენტს ხელს აწერს საავტორო უფლების მფლობელი პირი, რაზეც, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამ უფლების ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

[2] იგულისხმება რწმუნებულების მქონე ერთ-ერთი ავტორი საავტორო ჯგუფიდან ან გარეშე პირი.

[3] რწმუნებულების ფარგლების განსაზღვრისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ „საყურადღებო რეკომენდაციებით“ (https://www.mes.gov.ge/content.php?id=9982&lang=geo).

[4] იმ შემთხვევაში თუ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი რამდენიმეა, „თანხმობის“ დოკუმენტზე შესაძლებელია ხელი მოაწეროს რამდენიმე პირმა ერთდროულად. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ავტორი გარდაცვლილია „თანხმობის“ დოკუმენტს ხელს აწერს საავტორო უფლების მფლობელი პირი, რაზეც, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამ უფლების ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი.