იურიდიული პირის შემთხვევაში

განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი მასალები და დოკუმენტაცია

 

იურიდული პირის/პირების შემთხვევაში:

 

რეგისტრაცია:

რეზიდენტი იურიდიული პირი/პირები:

1. იურიდიული პირის დასახელება, მისამართი (სათაო ოფისის), საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული უნდა მიუთითოთ სისტემაში რეგისტრაციისას;

2. განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი
, გვარი; პირადი №, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა/ალტერნატიული ელ. ფოსტა). აღნიშნული უნდა მიუთითოთ სისტემაში რეგისტრაციისას;

3. რწმუნებულება[1]
დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონულად, რომელიც სისტემაში უნდა ატვირთოთ);

4. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(სინქრონიზდება ელექტრონულად, სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან, ან მისი ასლი - თუკი განმცხადებელი არარეზიდენტია);

5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(ელექტრონულად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ასახავდეს გრიფირების განაცხადის რეგისტრაციის პერიოდის მდგომარეობას):

  • ა) მეწარმედ რეგისტრაციის შესახებ;
  • ბ) ცნობა რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ;
  • გ) ცნობა ქონებაზე ყადაღა/აკრძალვის შესახებ.
6. განმცხადებლის „დასტური“ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც განმცხადებელმა უნდა ატვირთოს სისტემაში, ასევე, მატერიალურად, ხელმოწერილი/ბეჭედდასმული დედანი, გადასცეს სამინისტროს. „დასტურის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

7. ავტორის/ავტორების და საავტორო უფლების მფლობელის/მფლობელების „თანხმობა“[2] დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც წარმომადგენელმა უნდა ატვირთოს სისტემაში, ასევე, მატერიალურად, ხელმოწერილი/ბეჭედდასმული დედანი, გადასცეს სამინისტროს. „თანხმობის“ ნიმუში იხილეთ აქ https://www.mes.gov.ge/content.php?id=9977&lang=geo);

8. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანკეტა
(უნდა შეავსოთ სისტემის შესაბამისი გრაფები, თითოეული კლასის მაკეტზე ცალ-ცალკე).
9. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:
  • ფერადი ვერსიის ანონიმური ელექტრონული (PDF, DPI -არაუმეტეს 600, მოცულობა არაუმეტეს 1 GB) ეგზემპლარი (უნდა ატვირთოთ სისტემაში);
  • 2  ნაბეჭდი (შავ-თეთრი ან ფერადი, სურვილისამებრ) ანონიმური ეგზემპლარი (უნდა გადასცეთ სამინისტროს).
10. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება - დამოწმებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანითურთ (ელექტრონულად - PDF ფორმატში, რაც წარმომადგენელმა უნდა ატვირთოს სისტემაში, ასევე, მატერიალურად გადასცეს სამინისტროს).

არარეზიდენტი იურიდიული პირი/პირები:

იგივე, რაც იურიდიული პირის შემთხვევაში, მხოლოდ გარკვეული თავისებურების გათვალისწინებით. იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“, https://www.mes.gov.ge/uploads/griphireba/files/grifirebis-cesi.pdf, მუხლი 8, პუნქტი 3, ქვეპუნქტები „ე“, „ვ“ და „ზ“.



[1] რწმუნებულების ფარგლების განსაზღვრისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ „საყურადღებო რეკომენდაციებით“ (https://www.mes.gov.ge/content.php?id=9982&lang=geo).

[2]იმ შემთხვევაში თუ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი რამდენიმეა, „თანხმობის“ დოკუმენტზე შესაძლებელია ხელი მოაწეროს რამდენიმე პირმა ერთდროულად. ასევე, იმ შემთხვევაში თუ ავტორი გარდაცვლილია „თანხმობის“ დოკუმენტს ხელს აწერს საავტორო უფლების მფლობელი პირი, რაზეც, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამ უფლების ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი.