„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
04.02.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2020 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შევსონ განაცხადის ფორმა.