საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.